აგროსერვის ცენტრის დირექტორმა ევროპის აკადემიის სემინარში მიიღო მონაწილეობა
აგროსერვის ცენტრის დირექტორი აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ევროპის აკადემიის სემინარსა და აგრო გამოფენაში ღებულობდა მონაწილეობას. გოჩა ბერიძე და ზაურ ფუტკარაძე სემინარზე ევროპის აკადემიიის მიერ იტალიის სამხრეთ ტიროლის რეგიონში სოფლის მეურნეობისა და აგროტურიზმის განვითარების მიმართულებით განხორცილეებულ პროექტებს გაეცნენ. გარდა ამისა, მათ აგრო გამოფენაზე „AGRIALP in Bolzano“ საერთაშორისო კომპანიების მიერ წარმოებული აგრო ტექნოლოგიები დაათვალიერეს. ისინი ვიზიტის ფარგლებში სამხრეთ ტიროლის რეგიონში არსებულ საწარმოებსა და ორგანიზაციებსაც სტუმრობდნენ, სადაც სოფლის მეურნეობის დარგში რეგიონის გამოცდილებასა და მიღწევებს გაეცნენ.
„სამხრეთ ტიროლის რეგიონი ძალიან ჰგავს მაღალმთიან აჭარას. ისიც მაღალმთიანი აჭარის მსგავსად მცირე მიწიანობითა და მთა-გორაკიანი რელიეფით ხასიათდება, თუმცა ჩვენსგან განსხვავებით ტიროლის რეგიონში ძალიან კარგადაა განვითარებული სოფლის მეურნეობა და აგროტურიზმი. ჩვენთვის აუცილებელია მათი გამოცდილების გაზიარება და ჩვენს პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა.“ განაცხადა გოჩა ბერიძემ.
აგროსერვის ცენტრის დირექტორი და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი იტალიის ქალაქ ბოლცანოს 4 დღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში 9-12 ნოემბერს სტუმრობდნენ.