ექსტენციის მართვის პროგრამა აგროსერვის ცენტრის სპეციალისტების მუშაობას გაამარტივებს
დღეს, აგროსერვის ცენტრის სპეციალისტებს ექსტენციის მართვის ახალი პროგრამა გააცნეს, რომელიც ერთიან პროგრამულ ბაზაში აერთიანებს მონაცემებს სამსახურში შემავალი სერვისების შესახებ. მასში გაერთიანებულია ყველა ინფორმაცია ნიადაგის აგროქიმიური კვლევის, ფურის ხელოვნური განაყოფიერებისა და კონსულტაციის სერვისების, ასევე ორგანიზაციის საწყობის შესახებ, სადაც ხილისა და ციტრუსის დამკალიბრებელ-დამხარისხებელ დანადგარები, სამაცივრე საკნები და ყუთის ამწყობი დანადგარია განთავსებული. მონაცემთა ბაზაში შეყვანილია ფერმერთა და აგროსერვის ცენტრის თანამშრომელთა მონაცემებიც. პროგრამა ექსტენციის სამსახურის თანამშრომლებისთვის შესასრულებელი სამუშაოს გამარტივებისა და პროგრამების მონიტორინგის მიზნით „ენპარდ აჭარა“-ს პროგრამის დაფინანსებით შეიქმნა.