აგროსერვის ცენტრი აგრო-სასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების გამოფენა-გაყიდვაში მიიღებს მონაწილეობას
აგროსერვის ცენტრი მე-5 საერთაშორისო აგრო-სასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების გამოფენა-გაყიდვაში მიიღებს მონაწილეობს. ორგანიზაცია გამოფენაზე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად აგროსერვის ცენტრში დანერგილ ტექნოლოგიურ სიახლეებსა და პროდუქციას გამოფენს.
„Agro Batumi 2015” კომპანია “GEONET EXPO–ს“ ორგანიზებით მიმდინარე წლის 30- 31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს, ქალაქ ბათუმში, ყინულის სასახლეში გაიმართება. მასში მონაწილეობას, გარდა ქართული კომპანიებისა თურქული, ირანული და უკრაინული კომპანიები მიიღებენ. გამოფენის მონაწილეებს სამი დღის განმავლობაში საშუალება ეძლევათ საკუთარი პროდუქცია ფართო მომხმარებლებს გააცნონ. გამოფენის მიმდინარეობისას იგეგმება სარეკლამო და საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები და შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან. აგროსერვის ცენტრი აგრო-სასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების გამოფენა-გაყიდვაში მესამე წელია ღებულობს მონაწილეობას. გამოფენა აჭარის ა.რ. მთავრობის, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ქალაქ ბათუმის მერიის, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცის თანაორგანიზატორობით ტარდება.