1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ეკოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის მონაწილეები აგროსერვის ცენტრს ესტუმრნენ

 

დღეს, ეკოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის მონაწილეები აგროსერვის ცენტრს სტუმრობდნენ. ისინი აგროსერვის ცენტრში ეკოლოგიურად სუფრთა პროდუქტების წარმოების მეთოდებს გაეცნენ და ადგილზე დაათვალიერეს ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა, სადაც 33 ჯიშის ვაზი და ხეხილია გაშენებული. სკოლის მონაწილეებმა მარწყვისა და ბულგარულის სათბურებიც მოინახულეს. სტუმრებს მეგზურობას აგროსერვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ლევან ბოლქვაძე უწევდა.

საზაფხულო სკოლა, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს გაიხსნა 28 სექტემბრამდე გაგრძელდება და ის მიზნად ეკოლოგიური ცნობიერების და გარემოსდაცვითი განათლების ამაღლებას ისახავს. საზაფხულო სკოლის ფარგლებში დაგეგმილია თემატური ლექციებისა და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარება.