აგროსერვის ცენტრში სანერგეში მოყვანილი ვაშლის ჩირი დამზადდა
აგროსერვის ცენტრის ხილის საშრობ მინი საწარმოში გრძელდება ჩირების დამზადება. ამ ეტაპზე, ორგანიზაციამ ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობაში მოყვანილი ორი ჯიშის ვაშლის სინაპისა და რუბინოლას ჩირების დამზადება დაიწყო, თუმცა მზა პროდუქციის რეალიზაცია ამ ეტაპზე არ იგეგმება. აგროსერვის ცენტრმა ხილის საშრობი მინი საწარმო გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში შეიძინა. ის ჰელიო სისტემის დანადგარია და მასში ნედლეულისგან მზა პროდუქციის მიღება დაახლოებით სამი-ოთხი დღის განმავლობაშია შესაძლებელი. მზეზე ხელოვნური შრობისგან განსხვავებით აქ დაცულია ყველა ის სანიტარულ-ჰიგიენური პარამეტრები, რაც აუცილებელია მაღალხარისხოვანი პროდუქციის მისაღებად.