მუნიციპალიტეტებში ვეტერინარული სამსახურები ამოქმედდება
დღეს, აგროსერვის ცენტრს სომხური კომპანია „კარდ“-ის ხელმძღვანელი გაგიკ სარდანიანი ესტუმრა. შეხვედრაზე, რომელსაც აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე და „ენპარდ აჭარა“-ს პროექტის მენეჯერი ლაშა კომახიძე ესწრებოდნენ განიხილეს პროექტი, რომლის განხორციელებასაც სომხური კომპანია რეგიონში გეგმავს. პროექტი, რომელიც 2016 წელს დაიწყება მიზნად ისახავს აჭარის რეგიონში მეცხოველეობის, კონკრეტულად კი კერძო ვეტერინარიის განვითარებას და ამ კუთხით აგროსერვის ცენტრის შესაბამისი სერვისების გაძლიერებას. პროექტის ფარგლებში ვეტერინარებისთვის დაგეგმილია სემინარ-ტრენინგების ჩატარება, რის შემდეგაც მოხდება მუნიციპალიტეტებში ვეტერინარული სამსახურების ამოქმედდება. პროექტი აგროსერვის ცენტრსა და კომპანია „კარდ“-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის დეტალების დამუშავება და მხარეებს შორის შეთანხმება.
“კარდი“ სომხური არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია რძის გადამამუშავებელი მცირე მექანიზაცია, მსხვილფეხა რქოსანი პირუტვის ხელოვნური განაყოფიერებისა და ფერმერთა კონსულტირების სერვისები. აგროსერვის ცენტრის „კარდ“-თან 2013 წლიდან თანამშრომლობს.