აგროსერვის ცენტრში კოოპერატივებსა და არასამთავრობოებს ებრაელმა იხტიოლოგებმა ტრენინგი ჩაუტარათ
დღეს, აგროსერვის ცენტრში კოოპერატივებისა და არასამთავრობოების წარმომადგენლებს, ასევე ადგილობრივ იხტიოლოგებს ებრაელმა იხტიოლოგებმა ტრენინგი ჩაუტარეს. თევზის მეურნეობის მოშენება, წყლის ფილტრაცია, თევზებში გავრცელებული დაავადებები და მათი მკურნალობა - ეს იმ თემების ჩამონათვალია, რომლებზეც სტუმრებმა 2 საათიანი ტრენინგის განმავლობაში ისაუბრეს. ვიზიტის ფარგლებში ებრაელმა სტუმრებმა ქობულეთსა და ხელვაჩაურში საკალმახე მეურნეობები მოინახულეს და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნენ. აჭარის რეგიონში ნათლად იგრძნობა კვალიფიციური იხტიოლოგების ნაკლებობა. სათევზე მეურნეობებში გავრცელებული დაავადებების შედეგად კი ასობით თევზი იღუპება.. აგროსერვის ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი კი მიზნად ისახავას ფერმერებსა და ადგილობრივ იხტიოლოგებში ცოდნის ამაღლებას სათევზე მეურნეობებში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. ტრენერები რეგიონს აგროსერვის ცენტრისა და ებრაული კომპანია „ისრაგრინი“-ს ორგანიზებით ეწვივნენ.