1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა - არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ,,აგროსერვის ცენტრში’’ სტაჟირების გავლის შესახებ...

,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ,,აგროსერვის ცენტრში’’ სტაჟირების გავლის შესახებ’’ ა(ა)იპ ,,აგროსერვის ცენტრის’’ დირექტორის 2012 წლის 2 მაისის №42 ბრძანების  შესაბამისად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - ,,აგროსერვის ცენტრი’’ აცხადებს კონკურსს სტაჟირების გასავლელად

 

1.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,აგროსერვის ცენტრში’’ სტაჟირების გასავლელად 3 თვის ვადით მიიღება უმაღლესი განათლების (იმ პოზიციებზე სადაც პირდაპირ მითითებულია კონკრეტული სპეციალობის აუცილებლობა, შესაბამისი სპეციალობის) მქონე პირი ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, სულ 5 სტაჟიორი. მათ შორის:

ა) ადმინისტრაციულ – ფინანსურ განყოფილებაში 1 სტაჟიორი;

ბ) მემცენარეობა – მეცხოველეობის განყოფილებაში 4 სტაჟიორი (ორი აგრარული  და ორი ვეტერინარული განათლებით);

2.კონკურსი გაიმართება ერთ ეტაპად გასაუბრების ფორმით, ზოგადი თემატიკისა და შემდეგი ნორმატიული აქტების მიხედვით:

ა)  ადმინისტრაციულ – ფინანსური განყოფილება: საქართველოს კონსტიტუცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, ,,საქართველოს შრომის კოდექსის’’ საქართველოს ორგანული კანონი, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების~ დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება, ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – აგროსერვის ცენტრის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 7 ივლისის №83 ბრძანება;

ბ)მემცენარეობა – მეცხოველეობის განყოფილება:  (უმაღლესი აგრარული განათლების მქონე პირი ან შესაბამისი სპეციალობის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი) საქართველოს კონსტიტუცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – აგროსერვის ცენტრის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 7 ივლისის №83 ბრძანება. ასევე, შემდეგი თემატიკის ცოდნა: სოფლის მეურნეობის დარგების ძირითადი მიმართულებები, სასოფლო – სამეურნეო პროდუქციის წარმოება.

(უმაღლესი ვეტერინარული განათლების მქონე პირი ან შესაბამისი სპეციალობის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი) საქართველოს კონსტიტუცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, ,,ვეტერინარიის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – აგროსერვის ცენტრის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 7 ივლისის №83 ბრძანება.

3.სტაჟირების გავლის სურვილის მქონე კანდიდატმა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ,,აგროსერვის ცენტრის’’ სტაჟირების კომისიას უნდა წარუდგინოს კომისიის სახელზე შედგენილი განაცხადი, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:

            ა) CV ან ავტობიოგრაფია;

            ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

            გ) დიპლომის ასლი (ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან);

            დ) 1 ფერადი ფოტოსურათი (3–4);

         შენიშვნა: საბუთების ჩაბარებისას კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს განათლების მოწმობის (სტუდენტმა ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან) და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედნები და ასლები. ასლების ნამდვილობის შემოწმების შემდეგ დედნები დაუბრუნდება კანდიდატს.

            4.სტაჟირების მიზანს წარმოადგენს კვალიფიციური კადრების მომზადება, მათი პროფესიული განვითარება, პრაქტიკული უნარ – ჩვევების გამომუშავება და სრულყოფა. სტაჟირება გულისხმობს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგულირებულ დროებით, აუნაზღაურებელ საქმიანობას, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორი დადგენილი წესით მიიღებს სტაჟირების გავლის დამადასტურებელ სერთიფიკატს.

            5.განაცხადების მიღება წარმოებს 2012 წლის 14 მაისიდან 2012 წლის 25 მაისის ჩათვლით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ,,აგროსერვის ცენტრის’’ ადმინისტრაციულ – ფინანსურ განყოფილებაში. მის: ქ. ბათუმი, გოგებაშვილის ქ. №46 II სართული.

 ტელ: 27–64–65; 27–96–05;

        

                                                                  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის

                                                                                                 ,,აგროსერვის ცენტრი’’