ფერმერთა მომსახურების კონსოლიდირებულ საწარმოში წელს დაინერგება ციტრუსის დამხარისხებელი მიკრო ხაზი...
ა(ა)იპ “აგროსერვის ცენტრის” ფერმერთა მომსახურების კონსოლიდირებულ საწარმოში წელს დაინერგება ციტრუსის დამხარისხებელი მიკრო ხაზი. მისი წარმადობაა 1 ტონა საათში მანდარინი. ხაზის გაბარიტებია 5,5x1,0x1,8 მეტრი, ხოლო ენერგოდანახარჯები -2,7 კვტ/სთ. ამ ხაზზე მანდარინი დახარისხდება UN / ECE ООН FFV-14 ევროსტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად, რომლის მიხედვით 45 მმ-ზე ნაკლები დიამეტრის მანდარინი ითვლება არადსტანდარტულად და შეიძლება იყოს გადამუშავებული GIAM GROUP ქობულეთის საკონსერვო ქარხანაში ეკოლოგიურად სუფთა წვენის სახით, ფაფისა და სხვა პროდუქტების მისაღებად. 45 მმ-ზე მეტი დიამეტრის სტანდარტული მანდარინი შეიძლება იყოს რეალიზებული ნატურალური სახით. მიმდინარე წელს ა(ა)იპ “აგროსერვის ცენტრი” აგრეთვე აპირებს სტანდარტული ციტრუსის თანამედროვე შესანახი სისტემების დამონტაჟებას.