1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრის აგროტურისტულ პოტენციალს უცხოელები გაეცნენ

საზღვაო აკადემიაში ჩატარებული მეორე რეგიონალური სიმპოზიუმის მონაწილეები დღეს, ქობულეთში აგროსერვის ცენტრის საქმიანობას გაეცნენ. მათ ორგანიზაციაში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები დაათვალიერეს და  მშენებარე ღვინის სახლი მოინახულეს, რომელიც რეგიონში აგროტურიზმის განვითარებისთვის იქმნება. ასევე, გაეცნენ გვარა-ხუცუბნის სანერგეში გაშენებულ ვაზისა და ხეხილის როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ჯიშებს. სტუმრებმა მარწყვის სადემონსტრაციო ნაკვეთი და ბალახის ინტენიური წარმოების დანადგარიც მოინახულეს.  ვიზიტის მიზანი აჭარის რეგიონის, კერძოდ კი აგროსერვის ცენტრის აგროტურისტული პოტენციალის შეფასება იყო.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები რეგიონს სიმპოზიუმის ფარგლებში სტუმრობდნენ.  სიმპოზიუმი შავი ზღვის რეგიონში საკრუიზო ტურიზმის განვითარების პერპექტივების შესახებ გაიმართა.