აგროტურის მონაწილეებმა აგროსერვის ცენტრში სამუშაო შეხვედრა გამართეს
დღეს, აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ფილიალში აგროტურის მონაწილეებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს. ბიო-მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრას 13-მდე კოოპერატივის წარმომადგენელი ესწრებოდა ახმეტიდან, კასპიდან, გორიდან და თუშეთიდან. სტუმრებს აგროსერვის ცენტრის ექსტენციის სამსახურის უფროსმა მირზა სუქნიშვილმა ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი გააცნო, სადაც ფერმერებს მათთვის საჭირო ინფორმაციისა და ლიტერატურის მოძიება შეუძლიათ. 14 ივლისს, შეხვედრის მონაწილე კოოპერატივებს აგროტურის ფარგლებში აგროსერვის ცენტრმა ჯერ ქობულეთში, შემდეგ კი ქედაში უმასპინძლა. სტუმრები აგროსერვის ცენტრს „ენპარდი“-ს პროგრამის პროექტ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში სტურობდნენ. აგროტურს ორგანიზებას ბიო-მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ უწევდა.