აგროსერვის ცენტრმა კოოპერატივების კიდევ ერთ ჯგუფს უმასპინძლა
აგროსერვის ცენტრი ორგანიზაციაში დანერგილი პროექტებისა და ტექნოლოგიური სიახლეების ფერმერებისთვის გაცნობას აგრძელებს. დღეს, ორგანიზაციამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედ კოოპერატივთა კიდევ ერთ ჯგუფს უმასპინძლა. სტუმრებმა აგროსერვის ცენტრში მარწყვისა და პამიდვრის სადემონსტრაციო სათბურები, ანგარში განთავსებული სამაცივრე და ხილის დამხარისხებელი დანადგარები, მშენებარე ღვინის სახლი, ასევე ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა და ბალახის ინტენსიური წარმოების დანადგარი დაათვალიერეს. ფერმერები ორგანიზაციის მუშაობის სპეციფიკასა და სამომავლო პროექტებს ადგილზე გაეცნენ. ისინი აგროსერვის ცენტრს „ენპარდი“-ს პროგრამის პროექტ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში სტურობდნენ. აგროტურს ორგანიზებას ბიო-მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ უწევდა.
აგროსერვის ცენტრი რეგიონში სოფლის მეურნეობის დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას უწყობს ხელს. მას ყოველთვიურად ათობით ფერმერთა, კოოპერატივთა და სხვადასახვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლები სტუმრობენ.