აგროსერვის ცენტრის დირექტორს ახალი მოადგილე ჰყავს
დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძემ აგროსერვის ცენტრის თანამშრომლებს აგროსერვის ცენტრის დირექტორის ახალი მოადგილე წარუდგინა. ლევან ბოლქვაძე, რომელსაც სოფლის მეურნეობის დარგში მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება აქვს აგროსერვის ცენტრში სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების განვითარებისა და ექსტენციის სამსახურებს გაუწევს კურირებას. ის აგროსერვის ცენტრში გადმოსვლამდე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ამჯერად, აგროსერვის ცენტრის დირექტორს ორი მოადგილე ჰყავს.