აგროსერვის ცენტრის საქმიანობას ისრაელის ელჩი გაეცნო
აგროსერვის ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებს ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი გაეცნო. შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძეც ესწრებოდა აგროსერვის ცენტრსა და ისრაელის საელჩოს შორის მომავალ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. განსაკუთრებული აქცენტი ისრაელის საელჩოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ პროგრამებზე გაკეთდა, რომელთა გამოყენებითაც აგროსერვის ცენტრის სპეციალისტთათვის ებრაელი ექსპერტების მიერ სპეციალიური ტრენინგ-კურსის ორგანიზება იგეგმება. ასევე, შესაძლებელია „მაშავი“-ს პროგრამის ფარგლებში შერჩეული მონაწილეების ერთვიან კურსებზე გაგზავნა ისრაელში. აგროსერვის ცენტრი ისრაელის საელჩოსთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს.