სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ოფისში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის ლექტორ მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა სტუმრებს სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებში მიმდინარე და სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებს გააცნო და სამინიტროს საქმიანობაში ლექტორ მასწავლებლებისა და სტუდენტების ჩართულობის საკითხი განიხილა. შეხვედრის დასასრულს სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამთშომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რის საფუძველზეც ტექნოლოგიური ფაკულტეტის მომავალ სპეციალისტებს საშუალება ეძლევათ გაიარონ სასწავლო-საწარმოო პრაქტიკები, როგორც აგროსერვის ცენტრში ასევე ლაბორატორიულ კვლევითი ცენტრის ბაზაზე. რაც მათ საშუალებას მისცემს აითვისონ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიები და ლაბორატორიული კვლევების უახლოესი მეთოდები.