აგროსერვის ცენტრში აგრარული კომისიის გასვლითი სხდომა ჩატარდა
დღეს, აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ოფისში აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარული კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შესრულებული სამუშაოების ანგარიში მოისმინეს. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, უწყებამ გასულ წელს 1 პროგრამა და 6 ქვეპროგრამა განახორციელა, რისთვისაც 2 909 251 ლარი დაიხარჯა. მინისტრმა უწყების საქმიანობა წარმატებულად შეაფასა. 2015 წელს სამინისტრო 3 პროგრამისა და 10 ქვეპროგრამის განხორციელებას გეგმავს. გასვლით სხდომას ქობულეთში, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების გარდა, საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი ეწსრებოდა.
შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა აგროსერვის ცენტრის მარწყვის სათბური, ბალახის ინტენსიური წარმოების დანადგარი, აგროქიმიური კვლევის ლაბორატორია და პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების სადგური დაათვალიერეს. გარდა ამისა, მათ ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა და კოოპერატივებისთვის გადასაცემი მანქანა-დანადგარები მოინახულეს.