აგროსერვის ცენტრი მარწყვის მოსავლის აღებას იწყებს
აგროსერვის ცენტრმა მარწყვის პირველი მოსავალი მიიღო. პოლონური ჯიშის „სანანდრიასი“, რომელიც ორგანიზიაციას ქობულეთში 480 მ2 ფართობის სათბურში აქვს გაშენებული უკვე დამწიფდა. თანამედროვე ტექნოლოგიებით მოწყობილ სათბურში სულ 10 500 ძირი მარწყვია გაშენებული და მისგან წლის განმავლობაში 11-14 ტონამდე ნაყოფის მიღებაა შესაძლებელი. სათბურს სადემონსტრაციო დანიშნულება აქვს. აგროსერვის ცენტრის მიზანი ფერმერებისთვის მარწყვის სასათბურე მეურნეობების უპირატესოებებისა და სარგებლის ჩვენება და სამომავლოდ ადგილზე წარმოებული მარწყვით იმპორტირებულის ჩანაცვლებაა. ამ ეტაპზე იმპორტირებული მარწყვის საბაზრო ღირებულება 6-დან 15 ლარამდე მერყეობს. ის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი კულტურაა და მისი რეალიზაცია წლის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.