ფერმერთა კონსულტირება გრძელდება
აგროსერვის ცენტრის ექსტენციის სამსახურის სპეციალისტებმა შეხვედრა ახალსოფლისა და გონიოს მოსახლეობასთან გამართეს. მოსახლეობას კონსულტაცია მათთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე გაუწიეს. სპეციალისტებმა ფერმერებთან საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით ნიადაგის აგროქიმიური კვლევის ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრეს და მიწის ნაყოფიერების ასამაღლებლად სპეციალური რეკომენდაციები მიაწოდეს. ნიადაგის აგროქიმიური გამოკვლევა ადგილზე საველე ,,ლამოტის“ ლაბორატორიის საშუალებით ხორციელდება და მისი ღირებულება 30 ლარს შეადგენს. ის აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში და ქალაქ ბათუმში მოქმედებს.