ტრენინგი ფერმერებისათვის
აგროსერვის ცენტრის გვარა – ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობაში, სასათბურე პირობებში თანამედროვე ტექნოლოგიებით პომიდვრისა და მარწყვის მოვლა – მოყვანის საკითხებზე ფერმერთათვის ტრენინგი გაიმართა. ტრენინგში ქალაქ ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქედის 30 – მდე სათბურის მფლობელმა ფერმერმა მიიღო მონაწილეობა. ასევე ფერმერთათვის აგრო ტური მოეწყო. მათ აგროსერვისცენტრში ENPARD AJARA სოფლის მეურნეობის განვითარების მხადაჭერა აჭარის რეგიონში პროექტის ფარგლებში ამოქმედებული პომიდვრის სათბური და აგროსერვისცენტრის მიერ მოწყობილი მარწყვის სათბური დაათვალიერეს. ტრენინგი მიზნად ისახავდა ფერმერთათვის სასათბურე მეურნეობის თანამედროვე ტექნოლოგიებით განვითარების ხელშეწყობას.