ხელოვნური განაყოფიერების შედეგად ტყუპი ხბოები დაიბადა
აგროსერვის ცენტრის ვეტერინარებმა, სოფელ ყოროლისთავში ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაბადებული ტყუპი ხბოები მოინახულეს. მათ ხბოების მდგომარეობა შეამოწმეს და მეპატრონეს ხბოების მოვლისათვის საჭირო ინფორმაცია გააცნეს. აგროსერვის ცენტრში ფურის ხელოვნურად განაყოფიერების სერვისი 2012 წელს, გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ამოქმედდა და მისი მთავარი მიზანი რეგიონში მსხვილფეხა-რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებაა. ტყუპი ხბოების დაბადება კი პირველი შემთხვევაა. სერვისი აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მოქმედებს, სერვისის ღირებულება მაღალმთიანეთში 10 ხოლო დანარჩენ მუნიციპალიტეტებში კი 20 ლარია. სერვისის შედეგად აჭარის რეგიონს დღემდე 200-მდე ხბო შეემატა.