1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრის კონსულტანტების შეხვედრა მოიალაღეებთან

შუახევის საინფორმაცაიო–საკონსულტაციო განყოფილების სპეციალისტები მთესლავ ტექნიკოსთა ჯგუფთან ერთად მთა ჩირუხში მოიალაღეებს შეხვდნენ და მათ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშგანახლებისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით ფურის ხელოვნური განაყოფიერების სერვისი გააცნეს. ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით აგროსერვის ცენტრმა განაყოფიერების სერვისი მთაშიც აამოქმედა და მისი გამოყენება ნებისმიერ მსურველს სპეციალისტების ადგილზე გამოძახებით შეუძლია. ფერმერთა ინფორმაციით სამთო საძოვრებზე პირუტყვისათვის უდიდეს საფრთხეს გარეული ცხოველები წარმოადგენს, რომლებიც დასახლებულ პუნქტთან ახლოს არსებულ საძოვრებზეც თავს ესხმიან მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს. ფაქტთან დაკავშირებით სპეციალისტებმა მოსახლეობას კონსულტაციები გაუწიეს.