ქედაში ფურის ხელონური განაყოფიერების შედეგების მონიტორინგი დაიწყო
ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების თანამშრომლებმა მთესლავ ტექნიკოსებთან ერთად ფურის ხელოვნური განაყოფიერების შედეგების მოტორინგი დაიწყეს. ისინი სოფელ დანდალოსა და ცხმორისში იმყოფებოდნენ. ფერმერთა განცხადებით, ფურების განაყოფიერების შედეგები დადებითია და ისინი ჯერსის ჯიშის ხბოებს ელოდებიან. სპეციალისტებმა განაყოფიერების შედეგად უკვე დაბადებული ხბოც მოინახულეს და ფერმერს მისი მოვლა–პატრონობის შესახებ კონსულტაციები გაუწიეს. ფურის ხელოვნური განაყოფიერების სერვისი აგროსერვის ცენტრში 2012 წლიდან მოქმედებს. შედეგად რეგიონს 150–მდე ხბო შეემატა.