ქობულეთში სიმინდის ხვატარი დაფიქსირდა
ქობულეთში, სოფელ ბობოყვათის ტერიტორიაზე, მდინარე დეხვას გასწვრივ არსებულ სასიმინდე ფართობებში სიმინდის ხვატარი დაფიქსირდა. მავნებლის გავრცელების კერა ქობულეთის საინფორმაციო–საკონსულტაციო განყოფილების სპეციალისტებმა მოინახულეს. ამჟამად, მავნებლის გავრცელების არეალი შეზღუდულია, თუმცა პრევენციული ღონისძიებების დროულად ჩაუტარებლობა გაზრდის სიმინდის ხვატარის გავრცელების ზონას. აგროსერვის ცენტრის კონსულტანტებმა ფერმერებს, ისევე როგორც შესაბამისი სოფლების რწმუნებულებს რეკომენდაციები მიაწოდეს მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებების შესახებ. სპეციალისტები მიმდინარე კვირაში სრულფასოვნად შეისწავლიან მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ სასიმინდე ფართობებს, რათა მოახდინონ მავნებლის გავრცელების ზუსტი კერების დადგენა.