ფერმერებს სამინისტროს პროგრამების მიმდინარეობა გააცნეს
აგროსერვის ცენტრის კონსულტანტებმა სოფელ მირვეთის მოსახლეობას საქართველოსა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროების პროგრამების მიმდინარეობა გააცნეს. სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ახალი კულტურული ჯიშების გამრავლება-პოპულარიზაციის მიზნით ფერმერებს კიევის, ხურმის, კაკლისა და მოცვის საუკეთესო ჯიშები თანადაფინანსების პრინციპით გადაეცათ. პროგრამის ფარგლებში ასევე განაწილდა სასათბურე კონსტრუქციები, მოტობლოკები, ფუტკრის სკები და თაფლის საწური ციბრუტები. ამჟამად, ნიადაგის მელიორაციის მიზნით მიმდინარეობს რაიონებში დეფიკაციური ტალახის შეტანა და ნიადაგის დამუშავება, რამაც ფერმერთა განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია. მათ ძირითადათ აგრობარათების განაღდებისა და გამოყენების წესები აინტერესებთ, რაზეც სპეციალისტებმა კონკრეტული კონსულტაციები გაუწიეს.