აგროსერვის ცენტრმა განთიადის ფერმას რძის საწველი აპარატი გადასცა
აგროსერვის ცენტრის დირექტორმა მეცხოველეობის ფერმის მეპატრონე თემურ ჭაღალიძეს რძის საწველი აპარატი გადასცა. აპარატი ფერმერს საჩუქრად პროექტ „ENPARD Ajara- სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში” ფარგლებში გადაეცა. პროექტის მიზანი რეგიონში მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობაა.
თემურ ჭაღალიძე ფერმაში ჰოლანდიური ჯიშის 10-მდე საქონელს უვლის, სადაც ერთი საქონელი საშუალოდ 25-30 ლიტრამდე რძეს იძლევა. სამომავლოდ ფერმერი წარმოების გაფართღოებას გეგმავს, საწველი აპარტი კი მას შრომას შეუმსუბუქებს და მოგებას გაუზრდის.
აგროსერვის ცენტრმა ამავე პროექტის ფარგლებში აჭარის მაშტაბით 20-მდე ფერმერი შეარჩია, რომელთა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 7 სულს აღემატება. მათ ნაწილს რძის სახდელი სეფერატორები და საწველი აპარატი უკვე გადაეცა, ნაწილს კი ის უახლოეს მომავალში გადაეცემა.