აგროტურიზმის განვითარების შესახებ მუშაობა გრძელდება
დღეს, აგროსერვის ცენტრის დირექტორს, საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ფინანსისტებსა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აგროსერვის ცენტრის წარმომადგენლებმა ტურიზმის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს სოფლად აგროტურიზმის განვითარების თავიანთი ხედვა და რეკომენდაციები მიაწოდეს. კერძოდ კი ისაუბრეს სოფლად ეკოტურიზმის განვითარების მსურველთათვის უცხო ენის ტრენინგების ჩატარების თაობაზე, რათა მათ შეძლოთ ელემენტარული კომუნიკაცია უცხოელ ტურისტებთან. გარდა ამისა, განიხილეს ერთიანი ელექტრო ბაზის შექმნა, სადაც ყველა იმ ფერმერის საკონტაქტო ინფორმაცია იქნება განთავსებული, რომლებიც აგრობიზნესშია ჩართული. ეს ტურისტებს მათთან დაკავშირებას გაუმარტივებს. ასევე ისაუბრეს აგროტურისტული მარშრუტების, ამ ბიზნესში არსებული სტანდარტების შესახებ ბუკლეტებისა და სახელმძღვანელოების დამზადების და აგროტურიზმით დაკავებულ ფერმერთათვის საქართელოს სხვა რეგიონებში ტურების მოწყობის თაობაზე, რათა მათ მოახერხონ სხვათა გამოცილების გაზიარება.