აგროსერვის ცენტრის კონსულტანტების შეხვედრები ფერმერებთან გრძელდება
ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები ფერიის, ახალშენის მეურნეობის დასახლების, მნათობისა და ჭარნალის სოფლების მაცხოვრებლებს შეხვდნენ. მათ ფერმერებს სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამები და ქვეპროგრამები გააცნეს. მოტობლოკები, მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების ნერგები, სასათბურე კონსტრუქციები, ფუტკრის სკები, თაფლის საწური აპარატები და დეფეკაციური ტალახი - ეს იმ სასოფლო-სამეურნეო მასალების ჩამონათვალია, რომლებსაც ფერმერები თანადაფინანსების პრინციპით შეიძენენ. სპეციალისტებმა მოსახლეობას პროგრამებით გათვალისწინებული მასალების სარგებლობის წესები განუმარტეს.ჭარნალის თემის მოსახლეობასთან შეხვედრაში მონაწილეობას აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარული და თვითმმართველობის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ აბაშიძე და გაეროს განვითარების პროგრამის კონსულტანტებიც ღებულობდნენ.