ხელვაჩაურის მაცხოვრებლებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების გააცნეს
ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები აგრძელებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების მოსახლეობისთვის გაცნობას. ამჯერად ისინი აჭარისწყლის, ხერთვისის, მაჭახლისპირისა და მირვეთის სოფლებში იმყოფებოდნენ, სადაც ფერმერებს მოტობლოკების, მრავალწლოვანი ხეხილოვანი კულტურების, ფუტკრის სკებისა და თაფლის საწური აპარატების, ასევე დეფეკაციური ტალახის და აგრობარათების მიღებისა და განაწილების წესები აუხსნეს. შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნოდარ ხალვაში და საფინანსო ეკონომიკური სამსახურის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც მოსახლეობას სოფლის განვითარების პროგრამა და ამ მიზნით გამოყოფილი თანხის მიზნობრივად გამოყენების პირობები გააცნეს. აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები აგრძელებენ შეხვედრებს ფერმერებთან.