სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების პრეზენტაცია შუახევში
შუახევის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებმა მუნიციპალიტეტის წევრებთან ერთად სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2014 წლის პროგრამები სოფელ წყალსაყრისა და ზამლეთის მაცხოვრებელებს გააცნეს. მცირემიწიან საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის და ფერმერული მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამების ფარგლებში მიმდინარე წლისთვის ფერმერები მიიღებენ აგრო-ბარათებს და თანადაფინანსების პრინციპით შეიძენენ მრავალფუნქციურ მოტობლოკებს, სასათბურე კონსტრუქციებს, მრავალწლოვან ხეხილოვან კულტურებს, თანამედროვე ტიპის სკებსა და თაფლის საწურ მოწყობილობებს. აგროსერვის ცენტრის კონსულტანტებმა ფერმებს პროგრამების დეტალები და სარგებლობის წესები გააცნეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების პრეზენტაციები აჭარის რაიონის ყველა მუნიციპალიტეტსა და თემში გაიმართება.