სასოფლო–სამეურნეო ბარათებთან დაკავშირებით მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
მოსახლეობის ინფორმირება სასოფლო–სამეურნეო ბარათების მიღების წესის შესახებ დაიწყო. აგროსერვის ცენტრის ბათუმის საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებმა ბარათების მისაღებად სპეციალური სიების შევსების წესი გონიო–კვარიათის უბანში მცხოვრებ ფერმერებს გააცნეს და თავადაც მიიღეს მონაწილეობა სიების შედგენის პროცესში. გარდა ამისა, აგროსერვის ცენტრის კონსულტანტებმა ფერმერებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2014 წლის მიზნობრივი პროგრამები, საქართველოს კანონი „სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“ და ციტრუსის არასტანდარტული ნაყოფის 10 თეთრით და სტანდარტულის 15 თეთრით სუბსიდირებისთვის გამოყოფილი თანხის მისაღებად სათანადო დოკუმენტაციის შედგენისა და წარდგენის პროცედურები განუმარტეს.