აგროსერვის ცენტრის ახლად გახსნილი ფერმერთა მომსახურების ცენტრი მთავრობის თავმჯდომარემ მოინახულა
ქობულეთში აგროსერვის ცენტრის ახლად გახსნილი ფერმერთა მომსახურების სერვის ცენტრი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა მოინახულეს. ისინი აგროსერვის ცენტრში მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებს გაეცნენ.
გარდა ამისა, მათ მონაწილეობა მიიღეს აგროსერვის ცენტრში პირუტყვთა ჯიშთგანახლების მიზნით შექმნილი სამსახურებისთვის ავტომანქანებისა და სხვადასხვა ინვენტარ-მოწყობილობების გადაცემის პროცესში. აგროსერვის ცენტრის შესაბამისი სადგურები აჭარის რაიონის ყველა მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს. სადგურების აღჭურვით ფერმერებს შესაძლებლობა მიეცემათ მომსახურებით სახლიდან გაუსვლელად, ადგილზევე ისარგებლონ. 7 ავტომანქანა „ნივა“ და ინვენტარ-მოწყობილობები აგროსერვის ცენტრს გაეროსა და ევროკავშირის მიერ „ENPARD Ajara- სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში“ პროექტის ფარგლებში საჩუქრად გადმოეცა.