ფერმერებს ტრენინგი ჩაუტარდათ
ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ფერმერებს ტრენინგ-სემინარი ჩაუტარდათ თემაზე „შრომითი ურთიერთობების გარკვევა, შრომის პროცესში გენდერული თანასწორობის დაცვა, სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულ ქალთა მდგომარეობა და მისი გაუმჯობესების გზები“. ტრენინგზე საქართველოს შრომის კოდექსში შესული ცვლილებებიც განიხილეს, რომელმაც ფერმერების მოწონება დაიმსახურა. სემინარი აგროსერვის ცენტრის ხულოს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ორგანიზებით შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ ჩაატარა. მას 22 ფერმერი ესწრებოდა, რომელთა შორის 12 ქალი და 10 მამაკაცი იყო.