ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები აგრძელებენ საწარმოების მონიტორინგს
ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები ციტრუსოვანთა ნაყოფის გადამამუშავებელი და შემფუთავი საწარმოების მზადების პროცესს აკვირდებიან. მათ მახოში, თხილნარის ცენტრსა და მეურნეობაში, ასევე ახალსოფელში, განთიადში, ორთაბათუმში, ახალშენში, ერგესა და შარაბიძეებში მდებარე საწარმოები მოინახულეს. დათვალიერებისას გაირკვა, რომ მახოს, თხილნარის მეურნეობის, მახინჯაურის, ახალშენისა და ერგეს სოფლებში მშენებარე საწარმოები ციტრუსოვანთა ნაყოფის მიღება-გადამუშავებისათვის სავარაუდოდ მზად 10 ნოემბრისთვის იქნებიან. ისინი ბიზნეს პარტნიორებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ნაყოფის რეალიზაციას რუსეთსა და უკრაინაში აპირებენ. რაც შეეხება ორთაბათუმსა და თხილნარის ცენტრში მდებარე ციტრუსის გადამამუშავებელ-შემფუთავ საწარმოებს იქ ინტენსიურად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. როგორც საწარმოში აცხადებენ, მიმდინარე სეზონისათვის ისინი უზრუნველყოფენ ნაყოფის მიღება-რეალიზაციას.