ფერმერები კაკლის, მოცვისა და ვაზის ნერგების მიმართ ინტერესს იჩენენ
მემცენარეობისა და მეცხოველეობის საკითხებზე აგროსერვის ცენტრის კონსულტანტებმა, რომლებიც ორგანიზაციაში გაეროს პროგრამის ფარგლებში მუშაოებენ ხიხაძირისა და ზემლეთის თემებში მცხოვრებ ფერმერებს კონსულტაციები გაუწიეს. ფერმერთა დიდი ინტერესი კაკლის, მოცვისა და ვაზის ნერგებმა გამოიწვია, რომლებიც მათ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების პრინციპით უნდა შეიძინონ. ისინი მზად არიან გააშენონ ზემოთ ჩამოთვლილი ნერგები თავიანთა საკარმიდამო ნაკვეთებზე. აგროსერვის ცენტრის კონსულტანტებმა ფერმერ გივი გაბაიძის ნაკვეთი დაათვალიერეს, რომელსაც უკვე მზად აქვს ნიადაგი (ორმოები ამოთხრილი, სასუქი შეტანილი, შპალები დასობილი) 200 ძირი კაკლის ნერგის დასარგავად. შუახევის მუნიციპალიტეტში დიდი მოთხოვნაა ვაზის ნერგებზეც.