აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები აგრძელებენ შეხვედრებს ფერმერებთან
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2013 წლის მიზნობრივი პროგრამების შესრულება და 2014 წლისთვის დაგეგმილი პროგრამები აგროსერვის ცენტრის კონსულტანტებმა ხულოში, სოფელ ძირკვაძეებში მცხოვრებ ფერმერებთან შეხვედრისას განიხილეს. სპეციალისტებმა ფერმერებს მემცენარეობისა და მეცხოველეობის დარგში დანერგილი სიახლეებიც გააცნეს. საუბრისას ყურადღება ცოცხალი გამწევი ძალის გუთნებისა და სკების მნიშვნელობაზე გამახვილდა. შეხვედრის დასასრულს კი ფერმერებმა სურვილი გამოთქვეს, რომ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2014 წლის მიზნობრივ პროგრამებში მოსახლეობის რძის საწური სეფერატორებით მომარაგების საკითხი გაითვალისწინონ.