აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები ორთაბათუმელ ფერმერებს ხვდებიან
“აგროსერვის ცენტრი”-ს კონსულტანტები, რომლებიც ორგანიზაციაში UNDP-ის პროგრამის ფარგლებში მუშაობენ ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებთან ერთად ორთაბათუმის თემში მცხოვრებ ფერმერებს შეხვდნენ. მათ მოსახლეობას გაეროს პროგრამის მიზნები და ამოცანები გააცნეს. გარდა ამისა, სპეციალისტებმა ფერმერებს ისეთი ჯიშის კულტურული მცენარეების მოშენება ურჩიეს, რომლებიც ბაზარზე კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადია, მეცხოველეობაში კი პროდუქტების წარმოების გასაზრდელად ფურების ხელოვნური გზით განაყოფიერების მეთოდის დანერგვაზე გაუწიეს რეკომენდაცია. შეხვედრის დასასრულს აგროსერვის ცენტრის კონსულტანტებმა მოსახლეობას ნიადაგის აგროქიმიური გამოკვლევის ანალიზის პასუხები გადასცეს და მიწის გასანოყიერებლად გასატარებელ ღონისძიებებზე მიაწოდეს რეკომენდაციები.