მანდარინის პირველი მოსავალი სადემონსტრაციო ნაკვეთში სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა მოინახულეს
დაბა ჩაქვში მდებარე მანდარინის სადემოსნტრაციო ნაკვეთში წელს პირველი მოსავალი მიიღეს. ადგილობრივი ჯიშებისგან განსხვავებით სანერგეში არსებული მანდარინის ნაყოფი ნოემბრის ნაცვლად სექტემბერში დამწიფდა. საადრეო მოსავალი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალიგაშვილმა აგროსერვის ცენტრის სპეციალისტებთან, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ფერმერული მეურნეობების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ჩაქვის მანდარინის სანერგე მეურნეობაში მანდარინის 9 სხვადასხვა სახეობის იაპონური ჯიშებია გაშენებული., საიდანაც ერთ წელში ახალი ნერგების წარმოება და ფერმერთათვის შეღავათიან ფასად მიყიდვა დაიწყება.