ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა სანერგე მეურნეობა მოინახულეს
ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა სოფელ ვაიოში მცხოვრებ გურამ მახაჭაძის სანერგე მეურნეობა მოინახულეს. სანერგე უკვე ათი წელია ფუნქციონირებს და მასში გამოყვანილ სხვადასხვა ჯიშის ნერგებს მოსახლეობაში დიდი მოთხოვნა აქვს. ამჟამად სანერგე მეურნეობაში გამოყვანილია ერთ და ორწლიანი ვაშლის, მსხლის, ბალის, ატმის და ხურმის სხვადასხვა ჯიშები. როგორც ფერმერი აცხადებს, მის მიერ გამოყვანილი ნერგებიდან მიღებული მოსავალი მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს მოსახლეობის კეთილდღეობაზე.