1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ვეტერინარებს ტრენინგი ჩაუტარდათ

„აგროსერვის ცენტრი“-ს ვეტერინარებს ტრენინგი ჩაუტარდათ. ორგანიზაციის კონსულტანტ-მკვლევარმა ზოოტექნიკის საკითხებში, ლეონტი ჩიქოვანმა სპეციალისტებს მეცხოველეობის დარგის  განვითარების თანამედროვე ტენდენციები გააცნო და ამ კუთხით უცხოეთსა და საქართველოში არსებული მდგომარეობა განიხილა.  გარდა ამისა, ჩიქოვანმა ვეტერინარებს პირუტყვის მოვლა -შენახვისა და სხვა მნისვნელოვანი საკითხების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.„აგროსერვის ცენტრი“-ს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებს არ ჰყავთ ზოოტექნიკოსები, რის გამოც ვეტერინარების დატრენინგება ზოოტექნიკის საკითხებში ყოველკვირეუალდ მოხდება.