შუახევის მუნიციპალიტეტში ფერმერებს პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა აქვთ
მოსავლის აღებისა და დაბინავების შესახებ არსებული მდგომარეობის გარკვევის მიზნით შუახევის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები ბარათაულსა და ჭვანას თემში მცხოვრებ ფერმერებს შეხვდნენ. როგორც შეხვედრისას გაირკვა, რაიონში წელს კურკოვანი და თესლოვანი ხეხილის უხვი მოსავალი აქვთ, მაგრამ როგორც ფერმერები აცხადებენ პრობლემაა პროდუქციის რეალიზაცია. რის გამოც ისინი რაიონში ხეხილის მიმღები და გადამამუშავებელი საწარმოების გახსნას ითხოვენ.
”აგროსერვის ცენტრი”-ს სპეციალისტები ფერმერთა დახმარების სამთავრობო მიზნობრივი პროგრამით შეძენილი მრავალწლიანი ხეხილის (თხილი, ხურმა, კივისა და მოცვის) ნარგავების გახარებასა და მოვლა-პატრონობის მდგომარეობასაც გაეცნენ. შუახევის მუნიციპალიტეტში ზემოთ ჩამოთვლილ კულტურათაგან მხოლოდ თხილს ჰქონდა დაბალი მაჩვენებელი, მიუხედევად ამისა ფერმერები ამ კულტურისა და მოცვის დამატებით შემოტანაზე საუბრობენ.
შეხვედრის დასასრულს, სპეციალისტებმა ფერმერებს სამომავლოდ დასაგეგმი სამთავრობო მიზნობრივი პროგრამის შესახებ ესაუბრნენ.