UNDP- ის პროგრამის ფარგლებში ფერმერებთან შეხვედრები დაიწყო
„აგროსერვის ცენტრი“-ს კონსულტანტები, რომლებიც ორგანიზაციაში UNDP-ის პროგრამის ფარგლებში ფინანსდებიან ფერმერებთან შეხვედრებს იწყებს. 23 აგვისტოს ისინი ხელვაჩაურში, თხილნარის თემის მაცხოვრებელებს შეხვდნენ.
არატრადიციული კულტურებისა (კივი, მოცვი, უნაბი) და პერსპექტიული ჯიშების სამეურნეო დახასიათება, მათი განვითარების პერსპექტივები, ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების მოვლა-მოყვანის ინტენსიური ტექნოლოგია, ცხოველთა ჰიგიენა, ცხოველთა სადგომების მიკროკლიმატის, სითბოსა და სინათლის რეჟიმი, ცხოველთა ინფექციური დაავადებები- ეს იმ საკითხთა ჩამონათვალია, რომლის შესახებაც სპეციალისტებმა ფერმერებს რეკომედაციები და კონსულტაციები გაუწიეს.
შეხვედრები ფერმერებთან „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობი“-ს პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტი UNDP -ის დაფინანსებით ხორციელდება და მისი მიზანი აჭარის რეგიონში ინოვაციური მეურნეობების დანერგვა, ფერმერებისთვის ახალი ჯიშების გაცნობა და მათი პრაქტიკული დახმარებისთვის ახალი უნარჩვევების გამომუშავებაა. პროექტის ფარგლებში „აგროსერვის ცენტრ“-ს 20-მდე სპეციალისტი დაემატა აგრონომიის, ვეტერინარიის, აგრობიზნესის, ნიადაგის ანალიზისა და მოვლის საკითხებში.
„აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობი“-ს პროექტი მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო და 31 მარტამდე გაგრძელდება.