ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები მევენახეებს შეხვდნენ
მევენახეთა მხადაჭერის მიზნით ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები ცხმორისის თემის მევენახეებს შეხვდნენ. სამსახურის სპეციალისტებმა დიდ ფართობებზე გაშენებული ვენახები მოინახულეს. აღსანიშნავია, რომ არსებულ ვენახებში აგროტექნიკური ღონისძიებები დროულად იყო ჩატარებული და ვენახის დაავადების ნიშნებიც არ შეიენიშნებოდა, შედეგად ფერმერები წელს კარგ მოსავალს ელოდებიან.
„აგროსერვის ცენტრი“-ს სპეციალისტებმა შეხვედრაზე მევენახეობის დარგის აღორძინების, ჯიშობრივი განხლებისა და სამთავრობო პროგრამის შესახებ ისაუბრეს. კონსულტანტებმა ფერმერებს საშემოდგომოდ ჩხავერის ჯიშის ყურძნის ნერგით მომარაგების თაობაზე მიაწოდეს ინფორმაცია. მათ ფერმერებს ვენახის სხვადასხვა დაცვითი ღონისძიებების შესახებაც გაუწიეს მეთოდოლოგიური რჩევები.