„აგროსერვის ცენტრი“-ს დირექტორმა გვარა-ხუცუბნის სანერგეს ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
„აგროსერვის ცენტრი“-ს დირექტორმა გოჩა ბერიძემ გვარა-ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მოინახულა. სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე უკვე ერთი თვეა ოფისის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც საკონფერენციო დარბაზი, ხილის საშრობი და გადამამუშავებელი დანადგარები და აგროსერვის ცენტრის სპეციალისტების ოთახები განთავდება. პროექტის ფარგლებში იგეგმება სანერგეს ტერიტორიაზე შიდა გზების, საირიგაციო სისტემების, სათბურების მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.
ამჟამად, გვარა-ხუცუბნის ტერიტორიის 3 ჰა მიწის ფართობზე გაშენებულია ვაზისა და ხეხილის ელიტარული ჯიშების ნარგავები, საიდანაც სამომავლოდ იგეგმება ახალი ნერგების წარმოება და ფერმერთათვის შეღავათიან ფასად მიყიდვა. გვარა-ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის, საკოლექციო-სადემონსტრაციო, სადედე მეურნეობის ტერიტორიის ინფრასტრუქტურული სამუშოები ოქტომბრის ბოლოსთვის დასრულდება.