ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები დაავადება თურქულის ვაქცინციის პროცესს ესწრებიან
ხელევაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები ცხოველთა დაავადება თურქულის ვაქცინაციის პროცესს ესწრებიან. ამჯერად, სპეციალისტები სოფელ აგარაში იმყოფებოდნენ, სადაც სახელმწიფოს დაფინანსებით „სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სააგენტო“ სასოფლო-სამეურნეო ცხოველების პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ატარებს ინფექციური დაავადებa თურქულის საწინააღმდეგოდ.
„აგროსერვის ცენტრი“-ს სპეციალისტები მოსახლეობას კონსულტაციებს უწევენ ვაქცინაციის აუცილებლობაზე. მათ ფერმერებს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია აღნიშნულ დაავადებასა და განსაკუთრებით საშიშ ინფექციურ დაავადებებთან დაკავშირებით. სპეციალისტებმა ყურადღება იმ რისკებზე გაამახვილეს, რაც პირუტყვის ვაქცინაციისაგან თავის არიდებას ახლავს თან.
სამსახურის თანამშრომლებმა მოსახლეობას განუმარტეს, რომ სასოფლო-სამეურნეო ცხოველების ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაციის დროულად ჩაუტარებლობის შემთხვევაში მოსალოდნელია დიდი ეკონომიკური ზარალი, რაც განპირობებული იქნება პირუტყვის სიკვდილიანობით, გაბერწებით, ნაწველისა და პირუტყვის წონის დაკლებით, ზრდაში ჩამორჩენით, მეცხოველეობის პროდუქტებისა და ნედლეულის ხარისხის გაუარესებით.
ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური ამ მიზნით კვლავ აგრძელებს მუშაობას რაიონის სხვადასხვა თემებში.