1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

საქონლის ხელოვნური განაყოფიერების სერვისით კიდევ ერთმა მოქალაქემ ისარგებლა

აგროსერვის ცენტრის პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების სამსახური დღეს გამოძახებაძე  სოფელ ფერიაში, ირემაძეების ოჯახში იმყოფებოდა. საქონლის ხელოვნური განაყოფიერების შედეგად  ირემაძეებს უკვე ყავთ სამი თვის შვიცის ჯიშის ხბო და სურთ ამ სერვისით მეორედ ისარგებლონ. პირუტყვის ვეტერინალური შემოწმების შემდეგ მოხდა მისი ხელოვნური განაყოფიერება.

„ამ სერვისი სარგებლობისას მე მაქვს გარანტი, რომ ჩემი საქონლის ჯიში უმჯობესდება. თუ ჩემი ძროხა 25 ლიტრს იწველის განაყოფიერების შედეგად მიღებული ხბო მინიმუმ 10 ლიტრით გააუმჯობესებს შედეგს,“ განაცხადა ნოდარ ირემაძემ.

აგროსერვის ცენტრში მსხვილფეხა რქოსანი პირუტვის ხელოვნური განაყოფიერების სერვისი 2012 წლის აპრილიდან მოქმედებს და მისი მიზანი რეგიონში საქონლის ჯიშთგანახლება და გაუმჯობესებაა. 2012 წლიდან დღემდე ამ სერვისით 300 მდე მოქალაქემ ისარგებლა.

2013 წლის ივნისიდან ხელვნური განაყოფიერების სერვისი ორგანიზაციამ აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში აამოქმედა. მისი ღირებულება მაღალმთიან აჭარაში 10 ლარი, დანარჩენ მუნიციპალიტეტებსა და ბათუმში კი 20 ლარია.