ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მორიგი გასვლა
აგროსესხები და მათი მიღების გზები, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ბარათები- ამ და სხვა საკითხებზე ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა კონსულტაციები ბაგრატიონის უბნის მოსახლეობას გაუწიეს. შეხვედრა ძირითადათ, გაცნობითი ხასიათის იყო, რადგან ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტი“-ს ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები ბაგრატიონის უბანს პირველად სტუმრობდნენ. კონსულტანტებმა მოსახლეობას სამსახურის ფუნქციონირება და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამები გააცნეს. შეხვედრაზე უბანში გავრცელებულ ამერიკულ პეპელასა და მისი დაწამვლის გზებზეც ისაუბრეს.