ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურებში კონკურსის მეორე ეტაპი დასრულდა
საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში დასაქმების მსურველთაგან კონკურსის მეორე ეტაპი 22-მა კონკურსანტმა გადალახა. სპეციალურ კომისიას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე ხელმღვანელობდა. კონკურსის მორიგი ეტაპი, გასაუბრება 17 აპრილს, დილის 10 სთ-ზე, აგროსერვის ცენტრის ოფისში ჩატარდება.