ქ.ბათუმის საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის მორიგი შეხვედრა მოსახლეობასთან
ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ ქ. ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები თამარის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, რომელსაც თამარის უბნის რწმუნებული და ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებიც ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მიზნობრივ პროგრამებზე ისაუბრეს. საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა მოსახლეობას ასევე მიაწოდეს ინფორმაციო სოფლის მეურნეობის სამისტროს მიერ რეგიონში დაგეგმილ და მიმდინარე პროგრამებზე. მოსახლეობამ განსაკუთრებული ინტერესი ბოსტნეული კულტურების ელიტური სარგავი მასალით ფერმერთა უზრუნველყოფის პროგრამის მიმართ გამოიჩინა. შეხვედრაზე ის საკითხებიც გამოვლინდა, რომლებიც თამარის უბნის მცხოვრებლებს აღელვებს. ამ პროებლემებთან დაკავშირებით მათ საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა კონკრეტული რეკომენდაციები მოაწოდეს. მოსახლეობამ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების ამოქმედება დადებითად შეაფასეს.