კონკურსის პირველი ეტაპის ბარიერი 33 კონკურსანტმა გადალახა
„აგროსერვის ცენტრი“-ს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენეტრებში დასაქმების 33-მა მსურველმა კონკურსის პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა. ტესტირებას, რომელიც თბილისში, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიმართა 45 კონკურსანტი ესწრებოდა, საიდანაც 12-ი არასაკმარისი ქულების დაგროვების გამო კონკურს გამოეთიშა. კონკურსი ბათუმის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში არსებულ 10 ვაკანტურ ადგილზე 16 აპრილს გამოცხადდა. ცენტრში არსებულ სხვადასხვა ვაკანტურ თანამდებობებს შორის არის ბათუმი საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაც. ის კონკურსანტები, რომლებმაც ტესტირება თბილისში წარმატებით ჩააბარეს კონკურსის მეორე ეტაპს ბათუმში გაივლიან. 14 მაისს, დღის 10 სთ-ზე, ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“-ს ოფისში მათ საოფისე პროგრამების ცოდნაში შეამოწმებენ.