ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურების შეხვედრა მოსახლეობათან...
აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ ქ. ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა განახორციელეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა მოსახლეობასთან, ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანოების ბათუმის გონიო-კვარიათისა და აერეპორტის უბნის ტერიტორიაზე. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მოსახლეობის ინფორმირება ყველა იმ სოფლის მეურნეობის მიმდინარე პროექტებზე რომესაც ახორციელებს, როგორც საქართველოს ასევე აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2013 წლის მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში. ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლება მახინჯაურის თემის მოსახლეობას გააცნეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აგროტექნიკურ ღონისძიებებს, ერთწლიანი კულტურების მოვლა მოყვანის საკითხებსა და სიახლეებს, მეცხოველეობის დარგით ჯიშთგანახლებას, სადაც მიეწოდათ ინფორმაცია კომპანია „კავკასიის გენეტიკის“ მიერ ახალ შეთავაზებებსა და გზებს საქართველოს მეცხოველეობის სექტორის განვითარებასთან დაკავშირებით.